ბათუმის საკრებულომ ქალაქის ცალკეულ ნაწილში, მშენებლობის მოსაკრებლი მოცულობა განსაზღვრა

საქართველო, თბილისი - 2013-07-30 17:39:00

ბათუმის საკრებულომ ქალაქის ცალკეულ ნაწილში, მშენებლობის მოსაკრებლი განსაზღვრა. როგორც საკრებულოს სხდომაზე, მთავარმა არქიტექტორმა გია რამიშვილმა განაცხადა; ქალაქში არის დადგენილი მშენებლობის კოეფიციენტი, მათ შორის, მშენებლობის სიმაღლისა და სართულების რაოდენობის მიხედვით. მშენებლობის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ამ კოეფიციენტების გაზრდა არა უმეტეს 60 %-სა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დამატებით 60 %-ზე ერთ კვადრატულ მეტრზე იქნება 105 ლარი, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 143 ლარი. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ახალი რეგულაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე სანაპიროს მიმართულებით ტერიტორიაზე გავრცელდება და არა მთელს ქალაქში.