„პრობლემა არის დამწყები ბიზნესის, ე.წ. სტარტაპების დაფინანსება. ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ მოხდეს დამწყები ბიზნესების დაფინანსება. ეს ის ბიზნესებია, რომელიც საბანკო სექტორის მიერ კონკრეტული მიზეზების გამო ვერ ფინანსდებიან. რადგანაც იქ არის გაცილებით მკაცრი რეგულაციები და ეს რეგულაციები არ იძლევა საშუალებას, რომ დამწყები ბიზნესები დაფინანსდეს. ეს არის უფრო მაღალი რისკის ბიზნესები, თუმც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელი, რათა ეს საკითხები იქნეს გადაწყვეტილი"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.