Ford-ს საწარმო დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში გადააქვს

საქართველო, თბილისი - 2013-07-29 11:22:00

Ford-მა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ბრიტანეთში განთავსებულ საწარმოს მალე თურქეთში გადაიტანს. Ford-ის საწარმო, ქალაქ სტამბულთან ახლოს განთავსდება.

კომპანიის მენეჯმენტმა თურქეთში „გადასვლა" იაფი მუშახელის გამო გადაწყვიტა, რადგანაც წარმოება მას თურქეთში უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ევროპაში.

დიდი ბრიტანეთის საწარმო Ford-ის ავტომობილებს 40 წლის განმავლობაში უშვებდა, საწარმოში სულ 500 ადამიანი მუშაობდა.