,,ჩვენ დიდი პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ გამოგვიცხადა. თავის მხრივ ეს ნდობა იმის დასტურია, რომ საქართველო აკმაყოფილებს ამ გრანტის მისაღებად აუცილებელ ყველა მოთხოვნას და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. სიღარიბესთან ბრძოლა განათლების საშუალებით სწორედ ის მოწონებაა, რომელიც საქართველოში უაღრესად აქტუალურია", _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" საქართველოს 140 მლნ დოლარს გამოუყოფს, რომელიც განათების სფეროში დაიხარჯება.