როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოში განმარტავენ, ხელშეკრულების მიზანია საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობა საშუალო და უმაღლეს, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური განათლების დონის ამაღლებას, მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მოსწავლეების სწავლის პოტენციალის ზრდას.
კომპაქტს უხელმძღვანელებს და განახორციელებს "ათასწლეულის გამოწვევა -საქართველო". ის საქართველოს სამთავრობო უწყებაა. ახალი კომპაქტი ეფუძნება პირველი კომპაქტის წარმატებას, რომელიც 2011 წლის აპრილში დასრულდა.