საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსსა და მის მომხმარებელს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს. სტატისტიკოსთა მაღალი პროფესიონალიზმი, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარს წარმოადგენს.
„წლევანდელი წელი სტატისტიკის სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაიწყო მზადება მოსახლეობის 2014 წლის აღწერისთვის. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში, პროფესიულ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ და ვუსურვებ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში შესძლონ პროფესიული მოვალეობის პირნათლად და მაღალი ხარისხით შესრულება"- აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
სტატისტიკოსთა პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოში 2002 წლიდან ხდება.