ირაკლი კოვზანაძე „კრედიტ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2013-07-25 09:00:00

დღეს, 25 ივლისს,17:00 საათზე, ს.ს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ცვეტელინა ბორისლავოვას შეხვდება.

შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივის თაობაზე. განხილული იქნება საპარტნიორო ფონდის პროექტებში ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის" ჩართვის კონკრეტული შესაძლებლობები.