,,ბელავია,, საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის

საქართველო, თბილისი - 2013-07-24 11:38:00

„ბელავია" საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის.

კომპანიის ინფორმაციით, ბელორუსის ეროვნული ავიაგადამზიდავი, 22 აგვისტოდან მინსკიდან თბილისის მიმართულებით რეისებს გაზრდის. „ბელავიას" ინფორმაციით, დამატებითი რეისები ძირითადად დღის განმავლობაში, მხოლოდ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.

მინსკი-თბილისის რეისებს ავიაკომპანია Boeing 737-500-ის ხომალდებით განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ „ბელავია" მინსკი-თბილისის მიმართულებით რეისებს ყოველ დღე ახორციელებს და როგორც კომპანიაში განმარტავენ დამატებითი რეისების დანიშნა გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.