დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივნისში 1559 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 5 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 682 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 878 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 31, 49 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ივნისში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 47 პროცენტით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი- ზებული ვაჭრობის გარეშე) 4713 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1236 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3477 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივნისში 2241 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.