ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით დავების განხილვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 2013-07-19 18:26:00

19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა დავების განხილვის საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

 

დავების განხილვის საბჭოზე განიხილეს 32 საჩივარი, აქედან: მეწარმეთა სასარგებლოდ დასრულდა 11 დავა, უარი ეთქვა 9 მომჩივანს, შეჩერდა - 5, განუხილველი დარჩა 7 საჩივარი.