ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი კოვზანაძეს. „საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გილაურთან ერთად სერ სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ისა და „საქართველოს ბანკის" დაფინანსებით ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში გარემონტებული სკოლის შენობა მოინახულა.
საქართველოში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღნიშნა, რომ EBRD-ი გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების მხარდაჭერას.
სტუმარი და დელეგაციის წევრები თბილისიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააცილა.