„საქსტატი" ინფორმაციით, 382 კაციანი სათანადოდ მომზადებული პერსონალი 2კვირის განმავლობაში შეადგენენ შენობებისა და მათში მცხოვრები ოჯახების სიებს კახეთის რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ ოჯახების სიების შედგენა 1 ივლისს აჭარა-გურიიდან დაიწყო.
ხოლო, 2013 წლის ნოემბრიდან ოჯახების წინასწარი სიების შედგენა საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება. აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნის შესრულებისთვის 15 ათასამდე პერსონალი შეირჩევა. აღწერის პროცესის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქსტატი.