საქართველოში EBRD-ის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტი იგეგმება

საქართველო, თბილისი - 2013-07-15 16:05:00

16 ივლისს, საქართველოში იწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti) სამდღიანი ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმაჩაკრაბარტის შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფინანსთა მინისტრი, EBRD-შისაქართველოს მმართველი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

განიხილება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.