მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში დაიწყო 2014 წლისთვის დასრულდება. თუმცა მანამდე მხარეებმა რიგი განსხვავებები, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირში არსებობს უნდა დაარეგულირონ. მაგალითად, ევროკავშირში არსებობს აკრძალვა აშშ-დან გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტზე. თუმცა თავის მხრივ აშშ-ს ევროკავშირის ბაზარი ასეთი პროდუქციის გასაღებისთვის იდეალურ ბაზრად მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 646 მლრდ დოლარი შეადგინა.