ZARA-ში დღეიდან სეზონური ფასდაკლება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2013-07-05 10:58:00

დღეს, 5 ივლისს ZARA-ს ორი ოფიციალური მაღაზია თბილისში სეზონურ ფასდაკლებას იწყებს. მომხმარებლები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დღეისათვის ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 87 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს პირველი მაღაზია ერთი წლის წინ, 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხნა. 2013 წლის მაისიდან კი ქართველი მომხმარებლებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის საყვარელი ბრენდის კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო გალერეა ,,რუსთაველის 42"-ში განთავსდა.
ZARA როგორც INDITEX ჯგუფში შემავალი ბრენდი საქართველოში AlHokair ჯგუფის მიერაა წარმოდგენილი, რომელიც INDITEX-ის ექსკლუზიური პარტნიორია რეგიონში. ჯგუფში შემავალი ექვსი ბრენდი ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear უკვე ფუნქციონირებს თბილისის ბაზარზე.

5 ივლისიდან სეზონური ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მაღაზიაში შეეძლება.