ა.წ. ივნისში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (2.3%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (3.0%ით) შედარებით.
2013 წლის ივნისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.4%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა1.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 67.9%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.883 და 1.110 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. ივნისის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 332ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 406 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 139 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 5 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 4 კოოპერატივი და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.