ახალციხეში მუსიკალური წარმოდგენა "გაცოცხლებული ისტორია" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2013-06-28 19:26:00

ხვალ, 29 ივნისს ახალციხეში მუსიკალური წარმოდგენა "გაცოცხლებული ისტორია" გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეგიონებში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, 29 ივნისს, 15:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში (ციხესიმაგრის ტერიტორია) თეატრალიზებულ მუსიკალური წარმოდგენა "გაცოცხლებული ისტორია" გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.