„როსპოტრებნადზორთან“ არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის ვიზიტი საქართველოში

საქართველო, თბილისი - 2013-06-26 21:42:00

ხვალ, 27 ივნისს, 15:00 საათზე „ღვინის სამყარო"-ში "საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით - „ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე".
ცენტრის მოწვევით კონფერენციას გაუძღვება „როსპოტრებნადზორ"-თან არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი კატუკოვი.
კონფერენციაზე მოწვეული არიან: ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
კონფერენეციას დაესწრებიან რუსეთის სანიტარულ სამსახურში უკვე დარეგისტრირებული ქართული კომპანიები, ასევე მწარმოებლები, რომელთაც სურთ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია რუსეთის ბაზრის მოთხოვნებისა და საექსპორტო პროცედურების შესახებ.
განსახილველი საკითხები: