„საერთაშორისო მისიის შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. მისია ხაზს უსვამს „საქსტატის" თანამშრომლობის მაღალ კვალიფიკაციას. მისიას დადებითი განწყობა აქვს ასევე სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, პოზიტიურადაა შეფასებული ჩვენი კანონმდებლობა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული. თუმცა იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროტანდარტებს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმებია გასატარებელი.
მნიშვნელოვანია მაგალითად კვლევების აუცილებლობის საკითხი, ასევე „საქსტატის" დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციონალურ მოწყობასთან დაკავშირებული თემები. ასევე „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით"- განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
აღსანიშნავია, რომ მოხსენებაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები შესაძლებელია შემდეგნაირად დაჯგუფდეს: სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო; მეთოდოლოგია, რეგისტრები და კლასიფიკატორები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ადამიანური რესურსები; მონაცემების გავრცელება და მომხმარებლებთან კომუნიკაცია.