საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მისიის ანგარის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2013-06-26 08:27:00

დღეს, 26 ივნისს, საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მისიის ანგარიის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მისიის ანგარიშს გააცნობს. პრეზენტაცია 26 ივნისს 11 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.