ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის წარდგენას დაესწრო. როგორც ცნობილია, MCC-მ საქართველოს 140 მლნ დოლარის გრანტი დაუმტკიცა. თანხა საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში განვითარებას მოხმარდება. მეორე კომპაქტი, რომელსაც ხელი ოფიციალურად სავარაუდოდ ზაფხულში მოეწერება სამი პროექტისგან შედგება. ეს პროექტებია „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი", „სამრეწველო უნარ-ჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი" და „STEM-ის უმაღლესი განათლების პროექტი".