"საქართველოს ბანკის" განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. ამიერიდან, მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება შეიძინოს სასურველი ნივთი განვადებით, პირდაპირ საქართველოს ბანკის პარტნიორი მაღაზიების ინტერნეტგვერდიდან. "საქართველოს ბანკის" ონლაინგანვადების ერთი განაცხადით, შესაძლებელია ერთდროულად სამი ნივთის შეძენა. ონლაინგანვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 150-დან 5,000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე. საქართველოს ბანკის ონლაინგანვადებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ ინტერნეტმაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე:: www.sb.ge