ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 2013-06-20 08:32:00

დღეს, 20 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრი იერონ დიჯსელბლომი.