უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.2 მლნ აშშ დოლარი (20.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.6 მლნ ლარი) გასული წლის მაისში.