უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ში ელეტრონული სიგარეტის მოხმარება გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2013 წელს ელეტრონული სიგარეტის გაყიდვები 1 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 2012 წლის გაყიდვებთან შედარებით 2-ჯერ მეტია.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის რეიტინგში შონ პარკერი 215 ადგილს იკავებს და მისი ქონება 2,1 მლრდ დოლარადაა შეფასებული. Facebook-ის პრეზიდენტის პოსტი პარკერმა 2005 წელს დატოვა, მაშინ როდესაც ბიზნესმენს კოკაინის შენახვაში დასდეს ბრალი. ბიზნესმენი საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ქველმოქმედი. პარკერი ფულს არ იშურებს კიბოს წინააღმდეგ გატარებული აქციების დაფინანსებაში.