„თიბისი ბანკის" მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და საქველმოქმედო ასოციაციის „თიბისი" ხელმძღვანელი, მალხაზ ჩუგოშვილი. ასევე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელი დევიდ მორისონი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, რატი ჯაფარიძე.
ხელმოწერას დაესწრება გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე.
თიბისი ბანკი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდთან.
თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს 2014 წლისთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები მიზნად ისახავს საცხენოსო ბილიკის რეაბილიტაციასა და ტურისტული თავშეფარის მშენებლობას.