უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2013 წლის I კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 71 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე იაპონია იმყოფება 20 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 15 პროცენტით.
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2013 წლის I კვარტალში 63 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოურიინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკა 42 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთომოპოვებითი მრეწველობა 13 მლნ. აშშ დოლარით.