სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 2013-06-05 14:21:00

დღეს, 5 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 400 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.100 პროცენტით, მაქსიმალური 6.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.158 პროცენტითგანისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 6.1 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.