ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებელი, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, 2013 წლის აპრილში დაფიქსირდა. 2013 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემი კი (1.7 პროცენტი) დაკორექტირდა და 1.9 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, მშპ-ს 4 თვის საშუალო ზრდამ 2.5 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება და ზრდის უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდება.