„ჯერჯერობით საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიაზე, და ეს არ არის კონკრეტიკაში გადატანილი დოკუმენტი, რომელიც ასე ვთქვათ ე.წ. „თაიმლანისა" და ბიუჯეტს ითვალისწინებს. თუმცა არის თემები, რომლებზედაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.
რაც შეეხება აქციზის თემას, ჩვენ ვმუშაობთ მაგრამ თავისთავად ცხადია ჩვენ რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის აქციზის გადასახადი უნდა გაიზარდოს თუ არ უნდა გაიზარდოს, არამედ ისიც თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მეზობელ სახელმწიფოებში"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.