„ყოველდღიურად ძარცვა, მკვლელობა, ადამიანების დაყაჩაღება. ეს ის შემთხვევებია, რასაც ამ თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ტელე-ეთერებით ვისმენთ. განათლების სფერო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ასე იწონებს, ეს არის საგანამანათლებლო დაწესებულებებისაბსოლუტური ცენტრალიზება. ასევე, სამარცხვინოა, რომ პირველად 2003 წლის შემდეგ სახელმწიფო ვერ ავსებს ბიუჯეტს, რაც ქვეყნისათვის ტრაგედიაა. თუმცა ყოველივე ამის გადასაფარად ისინი იჭერენ ყოფილ მაღალჩინოსნებს, იჭერენ იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ სამართლიანობა აღადგინონ ქვეყანაში და იჭერენ ყველას იმას, ვინც მათ ხელისუფლებაში მოსვლას აკრიტიკებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.