ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ფრენები მინსკის მიმართულებითაც შესრულდება

საქართველო, თბილისი - 2013-05-28 14:42:00

„ბელავია" ავიარეისების შესრულებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდანაც იწყებს. მინსკი-ქუთაისის ავიარეისის ხანგრძლივობა 2,45 საათია და განიხილება, როგორც ტურისტული მიმართულება, რადგანაც რეისი კომფორტულია სხვადასხვა ტურისტულ ზონაში მოსახვედრად. მინსკი-ქუთაისის რეისსზე ბილეთის ღირებულება, გადასახადების ჩათვლით, 300 ევროა, რაც 20 დოლარით მეტია ვიდრე მინსკი-თბილისის ავიარეისის ღირებულება.
შეგახსენებთ, რომ „ბელავია" რეისებს უკვე ასრულებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან და ამიერიდან ფრენებს ქუთაისიდანაც განახორციელებს.