„პროკრედიტ ბანკი“ ენერგოეფექტური პროექტებისა და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ახალ ეტაპს იწყებს

საქართველო, თბილისი - 2013-05-20 15:09:00

ხვალ, 21 მაისს, 12:00 საათზე, „პროკრედიტ ბანკის" ახალ სათავო ოფისში (ალ.ყაზბეგის გამზირი #21), „პროკრედიტ ბანკისა" და ავსტრიის განვითარების ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
„პროკრედიტ ბანკისა" და OeEB-ის (ავსტრიის განვითარების ბანკი) წარმომადგენლები ხელს მოაწერენ საკრედიტო ხაზის პირველ ხელშეკრულებას, რომლიც მიხედვითაც საქართველოში ენერგოეფექტური პროექტებისა და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება მოხდება.