სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ დოლარი შეისყიდა
საქართველო, თბილისი - 2013-05-15 19:34:00
![]()
დღეს, 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6393 შეადგინა.