სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ დოლარი შეისყიდა
საქართველო, თბილისი - 2013-05-14 17:13:00
დღეს, 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა შეისყიდა 20 000 000 აშშ დოლარი. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6419 შეადგინა.