სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 15 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 2013-05-08 16:53:00

დღეს, 8 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5,880 პროცენტით, მაქსიმალური 6,200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,030 პროცენტით, განისაზღვრა.