რუსულ ბაზარზე ქართული თაფლი პირველი დაბრუნდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, რუსეთში ქართული თაფლის ექსპორტი მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. ჩეკურიშვილის განმარტებით, თაფლის შემდეგ რუსულ ბაზარზე დაბრუნდება ხილი და ბოსტნეული. მისივე განმარტებით, რუსი ბიზნესმენები საქართველოდან თხილისა და მწვანილის გატანითაც არიან დაინტერესებულნი. მისივე განმარტებით, რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, რუსული მხარე ჯერ საქართველოდან აქციზურ მარკებს ელოდება და ამის შემდეგ დაიწყება რუსეთში ქართული ღვინის შეტანა. მისივე ინფორმაციით, პირველი ქართული კომპანია, ვინც რუსეთის ბაზარზე შევა "დუგლაძეების ღვინის მარანი" იქნება.