საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებზე იმსჯელებენ

საქართველო, თბილისი - 2013-05-02 08:30:00

დღეს, 2 მაისს, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" ანგარიშის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა - 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები" გამართავს.

ანგარიშის პრეზენტაცია, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შედგება და ის ანგარიში მოიცავს 2012 წლის ეკონომიკური მოვლენების და 2013 წლის ძირითადი გამოწვევებისა და რეკომენდაციების ანალიზს. ამასთანავე, ანგარიშში წარმოდგენილია მთავარი თემა - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები საქართველოში".