აუდიტორთა კომისიის თავმჯდომარის მაიკლ ფერგიუსონის მიერ შედგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2001-2009 წლებში ბიუჯეტიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი 12.9 მილიარდი დოლარი, 35 სხვადასხვა სააგენტოს გადაუნაწილდა. თუმცა თანხის ნაწილის, 3.1 მლრდ დოლარის ბედი გაურკვეველია.
ფერგიუსონის განმარტებით, შესაძლებელია აღნიშნული თანხა დახარჯული იყოს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააგენტოებმა მათთვის გამოყოფილი თანხების სხვადასხვა მიზნებით ხარჯვის დროს, მთავრობის ნებართვით უნდა იხელმძღვანელონ.