კახა ბენდუქიძე: რადიკალური რეფორმები დაეხმარა ქვეყანას, რომ ჩამოყალიბებულიყო დინამიური, გამძლე ეკონომიკა

საქართველო, თბილისი - 2013-04-30 16:36:00

,,რადიკალური რეფორმები დაეხმარა ქვეყანას, რომ ჩამოყალიბებულიყო დინამიური, გამძლე ეკონომიკა", _ამის შესახებ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა კახა ბენდუქიძემ ,,ქორთიარდ მარიოტში" "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა .
ბენდუქიძის განმარტებით, ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ რადიკალური რეფორმების გატარება იმისათვის გახდა აუცილებელი, რომ ქვეყნის ეკონომიკას გადარჩენა-განვითარება შეძლებოდა. როგორც ბენდუქიძემ განმარტა, რეფორმების მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო "პატარა და სუფთა მთავრობა".