"რაც შეეხება სწრაფი გადახდის აპარატებს, ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემებზე, არის გარკვეული კითხვები ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართ. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავის სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს.
ასევე ვსწავლობთ სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობას, თუ რამდენად მართლია საფრთხე მათი გაკოტრების და ასევე ვსწავლობთ რიგი კომერციული ბანკების უფასო შეთავაზება - არის ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, თუ დროებითი დემპინგური ფასის შეთავაზება, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის მიმართულებით"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი განმარტებით, რამდენიმე დღეს სებ-ს უკვე ექნება დასკვნა და ამის შემდეგ სებ-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ რეაგირებას.