პროექტი „ელექტროენერგიის წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგია" მიზნად ისახავს ენერგეტიკის რეგულირების გაუმჯობესებას საქართველოში. იგი ეხმარება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის ეტაპობრივად დანერგვაში. პროექტი ასევე ამზადებს ნიადაგს ევრო სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად.
პროექტი ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს E-control-ისმიერ.
პროექტი „თვინინგის" პროგრამის ნაწილია და მისი ბიუჯეტი € 1,1 მლნ ევროა. იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.