ნოდარ ხადური ესტონური საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2013-04-24 12:13:00

ფინანსთა მინისტრი ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის" დამფუძნებელს შეხვდება. დღეს 24 აპრილს, 14:00 საათზე, ფინანსტთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონური „ტრიგონ კაპიტალის" წარმომადგენლებს შეხვდება, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს.
ესტონური საინვესტიციო კომპანია „ტრიგონ კაპიტალი" ერთ-ერთი უმსხილესი საინვესტიციო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და მისი აქტივები 1 მილიარდ დოლარს უტოლდება. „ტრიგონ კაპიტალი" დაინტერესებულია მზარდ ბიზნესში, უძრავ ქონებასა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პირდაპირი ინვესტიციებს განხორციელებით.