იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 2013-04-24 11:34:00

2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.