10-12 მაისს, ბათუმში “Expo-Batumi 2013“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2013-04-22 18:22:00

10-12 მაისს,ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეექვსე საერთაშორისო გამოფენა "Expo-Batumi 2013" გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების  ორგანიზატორი კომპანია GeoNetExpo-ა. Geo Net Expo საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანზებით, ხელს უწყობს რეგიონში გამოფენების

განვითარებას. როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, Geo Net Expo-ს მიზანია ბათუმში საერთაშორისო გამოფენის  ორგანიზება, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცემათ აღმოაჩენონ პოტენციური პარტნიორები და ტურისტულმა კომპანიებმა ახალი ურთოერთობები დაამყარონ.