საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში, სასტუმროებში და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა 23 757 კაცს შეადგენს, რაც 66%-ით აღემატება გასული წლის ამავე კვარტლის მონაცემს.
2012 წლის IV კვარტალში, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, სასტუმროებისა და რესტორნების პროდუქციის გამოშვებაში 38% სასტუმროებსა და სხვა მოკლევადიან საცხოვრებელ ადგილებზე მოდის, მას მოჰყვება რესტორნები - 37,7%, სასადილოები და მზა საკვების მიწოდება - 19,7% და ბარები - 4,6%.