სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გათვალისწინებული პროცესების ზოგადი ცოდნა;
უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.
კანდიდატი შესაძლებელია წარმოადგინოს ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ხოლო საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განცხადებების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა. შერჩევის თარიღიგამოცხადდება დამატებით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება მასში მონაწილეობის უფლება. შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების საბჭოს წევრობის 2 კანდიდატს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგან. მისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
საბჭოს წევრს, მის წარმომდგენ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში, არ უწყდება საბჭოს წევრის უფლებამოსილება.