მისი განმარტებით, ირაკლი ჩიქოვანი განცხადებაში მხოლოდ თავმჯდომარის უფლებამოსილებისგან ჩამოშორებას ითხოვს, თუმცა კომისიის წევრად, სავარაუდოდ, დარჩება. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტური ადგილი არ არის.
რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს, ამ მოვალეობას კომისიის დანარჩენი ოთხი წევრიდან ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტი აკისრებს. დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი ჩიქოვანის გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები არიან სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი და კარლო კვიტაიშვილი.