13 აპრილს, 14:00 საათზე სამორინე „შანგრი ლა თბილის"-ში სამტომეული გამოცემის „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაცია გაიმართება. ამ მიზნით სამორინე სახელგანთქმულ მწერალს ევგენი კოვტუნს მასპინძლობს, რომელიც სახელმწიფო რეგულირების დარგში, და ასევე აზარტული თამაშებისა და ლატარეების სფეროში ცნობილი ექსპერტია.
სამორინე „შანგრი ლა თბილისი"
ყველაზე თანამედროვე და გამორჩეული სათამაშო დაწესებულება საქართველოში. მუშაობს ქ. თბილისში 2012 წლის მარტიდან. სამორინეს მართავს საერთაშორისო ჰოლდინგი Storm International და წარმოადგენს გერმანიაში, რუმინეთში, მექსიკაში, სომხეთსა და ბელარუსში განლაგებული გასართობი კომპლექსების ქსელის ნაწილს.
გასართობი კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში „მშვიდობის ხიდთან" ახლოს. სამორინე „შანგრი ლა თბილისი" გთავაზობთ როგორც სამაგიდო თამაშების (ოთხი სახეობის პოკერი, ამერიკული რულეტი, ბლექჯეკი, პუნტო-ბანკო), ასევე თანამედროვე სათამაშო აპარატების დიდ არჩევანს საუკეთესო მსოფლიო მწარმოებლებისაგან. „შანგრი ლა თბილისი"-ს კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი კლუბი Х.О. გათვლილია მათზე, ვისაც უყვარს მაღალი ფსონები, განმარტოებული თამაში მდიდარ ატმოსფეროში და ვიპ-კლასის სერვისით. რესტორანი „შანგრი ლა" კომპლექსის სტუმრებს სთავაზობს ქართული, კონტინგენტური და აზიური სამზარეულოს კერძებს.
სამორინე „შანგრი ლა თბილისი" მუშაობს „საპასუხისმგებლო თამაში"-ს პროგრამის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სტუმრების ინფორმირებას აზარტული თამაშებით ზედმეტ გატაცებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მენეჯმენტის ტრენინგს პრობლემურ მოთამაშეებთან მუშაობის საკითხზე, და ასევე თავად აზარტული თამაშების ჩატარების მკაცრ ნორმებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე www.ShangriLa.ge