აღნიშნული პროგრამა სასურსათო უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების რეგიონული პროექტის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს სასურსათო ბალანსების წარმოებაში გამოყენებულ მეთოდოლოგიის დახვეწას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში თებერვლის ბოლოს საქსტატში ორკვირიანი ვიზიტით FAO-ს ექსპერტი იმყოფებოდა. ექსპერტი გაეცნო საქსტატის მიერ სასურსათო ბალანსების წარმოებაში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რის შედეგადაც გაკეთდა შეფასების დოკუმენტი და ტრენინგი ჩაუტარდათ მომხმარებლებს